ფრანგული დიპლომით

ფრანგული კოლეჯის დიპლომი

Brevet National des Collèges

 

ამ დიპლომის მფლობელს შეუძლია გააგრძელოს სწავლა პროფესიული განათლების მიმართულებით ა, საუნივერსიტეტო გზით. არსებობს წარჩინებული და ჩვეულებრივი დიპლომები.

2002 წლიდან დღემდე 98-მა მოსწავლემ  მიიღო ეს დიპლომი. ეს არის საქართველოში პირველი ექსპერიმენტი.

“ბრევეზე“ გამოცდებს თითქმის ჩვენი ყველა მოსწავლე აბარებს. გამოცდა საქართველოში  ტარდება, გამოცდის ჩასაბარებლად ქართველ მოსწავლეებს იგივე პირობები აქვთ, რაც ფრანგ მოსწავლეებს. გამოცდები თბილისის ფრანგულ ინსტიტუტში არსებულ ეროვნულ საგამოცდო ცენტრის სტრასბურგის განყოფილების ფილიალში აბარებენ.

 

ბაკალავრიატი

Diplôme du baccalauréat général

ეს არის საერთაშორისო დიპლომი, მისი მფლობელი გამოცდების გარეშე მიიღება ევროპის პრაქტიკულად ყველა უნივერსიტეტში. ძალამოსილია უვადოდ.

არსებობს სამი სპეციალობა : ზუსტი მეცნიერებები, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები და  ჰუმანიტარული.