ფრანგული

გამოცდები ტარდება საფრანგეთის განათლების სამინისტროს ქალაქ ნანტის აკადემიაში შემავალ ეროვნულ საგამოცდო ცენტრში.

სულ ტარდება დაახლოებით 11 გამოცდა. გამოცდები ორ წელზეა განაწილებული მე-11 და მე-12 კლასის ბოლოს, ივნისის თვეში.

არსებობს დიპლომები ჩვეულებრვი და წარჩინებული (“საკმაოდ კარგი“,  “კარგი“ და “ძალიან კარგი“ მინიშნებებით)

  • 2004 წლიდან მარი ბროსეს მოსწავლეები ნანტის ეროვნულ საგამოცდო ცენტრში აბარებენ ბაკალავრის გამოცდებს
  • 2004 წელს, ერთმა მოსწავლემ აიღო ბაკალავრის დიპლომისამეცნიერო მიმართულებით და ორმა ფრანგული საშუალო სკოლის ატესტატი
  • 2006 წელს ერთმა კანდიდატმა მიიღო დიპლომი ლიტერატურის დარგში
  • ამავე წელს ერთმა სტუდენტმა მიიღო მოიპოვა ეიფელის სტიპენდია და ჩაირიცხა გრენობლის უნივერსტიეტის ეკონომიკისა და მართვის მაგისტრატურის მეორე კურსზე.და
  • 2006 წელს,  ხუთი მოსწავლე ჩაირიცხა ნანტში ლიტერატურის, ეკონომიკისა და მეცნიერებათა მიმართილებებზე.

წელს საგამოცდოდ საფრანგეთში ეროვნულ საგამოცდო ცენტრში გამოცდებზე გასამგზავრებლად ემზადება 8 მოსწავლე დამამთავრებელ

სასკოლო სტაჟირებები საფრანგეთში

მოსწავლეების სტაჟები საფრანგეთში ორგანიზებულია ნანტის აკადემიის მიერ. საფრანგეთში ყოფნის დროს ქართველი ბავშვები ცხოვრობენ ფრანგი მოსწავლეების ოჯახებში.

პირველი სტაჟირება –  მე-10 კლასი (3eme)

მე-10 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის დასაწყისში, ერთი თვე, სწავლობენ საფრანგეთში, ნანტის ან ბორდოს კოლეჯებში. ისინი სასწავლო წლის ბოლოს ფრანგი მოსწავლეების მსგავსად წერენ „ბრევე ბლანს“.  მე-10 კლასის მოსწავლეები უკვე კარგად ფლობენ ფრანგულ ენას.

მეორე სტაჟირება  მე-11 კლასი

მე-12 კლასის პირველი სემესტრი სწავლობენ საფრანგეთის ლიცეუმებში, რაც მათ ეხმარებათ წარმატებით ჩააბარონ შემდეგი გამოცდები: bac blanc et les epreuves anticipees du Bac francais

მესამე სტაჟირება ბაკალავრიატის პირველი სერიის გამოცდები ეროვნულ ცენტრში ივნისის თვეში (ორი კვირა)

ფინალური, მეოთხე სტაჟირება მე-12 კლასის ბოლოს

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აბარებენ ფრანგული ბაკალავრიატის გამოცდებს და  les oraux de rattrapages