ზოგადი ინფორმაცია

სკოლაში ფუნქციონირებს სწავლების ყველა საფეხური

საბავშვო ბაღი
ბაღი იღებს 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს. ასაკის მიხედვით ბაღი გაყოფილია სამ სექციად. ბავშვებს ასწავლიან კალიფიცირებული, ენის მცოდნე მასწავლებლები.

ქართული დაწყებითი სკოლა
სწავლება მიმდინარეობს ქართული საგანმანათლებლო პროგრაებთან სრულ შესატყვისობაში. აუცილებელი უცხო ენა ინგლისურია.

ფრანგული დაწყებითი სკოლა
სწავლება ფრანგულად მიმდინარეობს ოფიციალური ფრანგული საგანმანათლებლო პროგრემაბით.

15 ქართველი ფრანკოფონი და 3 ფრანგი მასწავლებელი ასწავლის კოლეჯში და ლიცეუმში.

ქართული საბაზო სკოლა
სწავლება მომდინარეობს ქართულ სახელმწიფო პროგრამებით. მოსწავლეები, რომლებიც ორმაგ სასკოლო პროგრამით სწავლობენ მისდევენ საავტორო პროგრამას (დეტალებზე მიმართეთ სკოლას)

ფრანგული კოლეჯი
ყველა საგანი ფრანგულ ენაზე ტარდება. კოლეჯის IX კლასის დამთავრების შემდეგ, მოსწავლე გადის ბრევეს გამოცდაზე თბილისის საგამოცდო ცენტრში, რომელიც ექვემდებარება სტრასბურგის აკადემიას.

ქართული საშუალო სკოლა
მუშაობს ქართული საგანმანათლებლო პროგრამებით. ჩვენი დევიზია, ვსწავლოთ სკოლაში კერძო დაქირავებული რეპეტიტორების გარეშე.
ორმაგი პროგრამის მოსწავლეები სწავლობენ საავტორო პროგრამით.

ფრანგული ლიცეუმი

ყველა გაკვეთილი, შორს მანძილზე სწავლების ეროვნული ცენტრის ეგიდით (“კნედის“ ფარგლებში), ფრანგულ ენაზე ტარდება. დამამთავრებელი (“ტერმინალი“) კლასის მოსწავლეები ნანტის აკადემიის საგამოცდო ცენტრში ბაკალავრის შუალედურ და ფინალურ გამოცდებზე იმ მიმართულებეზე გადიან, რომლებიც აირჩიეს.

კოლეჯი დაწყებითი საფეხურის შემდგომი ეტაპია. მოსწავლეს დაწყებითი საფეხურის გავლის შემდეგ უგამოცდოდ შეუძლია კოლეჯში გადასვლა.
კოლეჯში სწავლება არის ოთხ წლიანი. 6ème (VI), 5ème ,(VII კლასი) 4ème(VIII კლასი), 3ème(IX კლასი).
კოლეჯში მოსწავლეები შეისწავლიან შემდეგ საგნებს:
• ფრანგული ენა და ლიტერატურა
• მათემატიკა
• ისტორია-გეოგრაფია
• სამოქალაქო განათლება
• ბიოლოგია
• ტექნოლოგია
• ხელოვნება
• მუსიკა
• ფიზიკა-ქიმია

კოლეჯის დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლეები აბარებენ საატესტატო (BREVET) გამოცდას, რომელიც საშუალებას აძლევთ მათ გადავიდნენ სწავლების შემდგომ ეტაპზე.
გამოცდებს თბილისის ფრანგულ ინსტიტუტში არსებულ სტრასბურგის განყოფილების ეროვნულ საგამოცდო ცენტრის ფილიალში აბარებენ.
ლიცეუმი სამ სასწავლო წელს მოიცავს. Seconde(X კლასი), Première(XIკლასი), Terminale(XIIკლასლი).
ლიცეუმში მოსწავლეებს საშუალება აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი მოდული. სკოლა მათ სთავაზობს შემდეგ მიმართულებებს:
• ზუსტი მეცნიერებები;
• ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
• ჰუმანიტარული.

XI და XII კლასის ბოლოს მოსწავლეები ბაკალავრიატის (Bac) გამოცდებს აბარებენ. მიღებული დიპლომი საშუალებას აძლევთ, მისაღები გამოცდების გარეშე, სწავლა გააგრძელონ ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტში.
გამოცდები ტარდება საფრანგეთში, ნანტის აკადემიაში. განათლების სამინისტროს ეროვნულ საგამოცდო ცენტრში.

ტარიფები :
სკოლაში ჩაწერის თანხა : 3000 ლარი
სწავლის საფასური : 2700 ლარი
(დაწყებითი სკოლის მოსწავლეთათვის კვება უფასოა. უფროს კლასელებისთვის არსებობს გადახდის სპეციალური წესი).

სატრანსპორტო მომსახურება:
სკოლაში მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურებას ახორციელებს
შ.პ.ს. …………..
მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურება ხდება თბილისის ყველა
უბნიდან.
ტრანსპორტით მომსახურების საფასური: თანხის ოდენობა
დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე.