დაარსების ისტორია

პირველი ფრანგული სკოლა საქართველოში 1918 წელს დაარსდა ფრანგი ოჯახის ქალბატონი და ბატონი კუტანების მიერ. სკოლა განთავსებული იყო სოლოლაკში. ამ სკოლაში სწავლობდა მრავლი გამოჩენილი ინტელიგენტის ოჯახის შვილი. სკოლაში მხოლოდ ოთხშაბათობით შეიძლებოდა თურმე ქართულად საუბარი. 1921 წელს ბოლშევიკების შემოსვლამ წერტილი დაუსვა აღნიშნული სკოლის მოღვაწეობას.
ზუსტად 80 წლის შემდეგ ქართველმა ოჯახმა დაარსა მარი ბროსეს სკოლა. ძირითადად იმ ბავშვებისათვის, რომლებმაც კარგად იცოდა ფრანგული ენა და ძნელი იყო მათთვის შესაფერისი ლინგვისტური და კულტურულ-საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
მარი ბროსეს სკოლის საპილოტე კლასები 1997 წლის სექტემბრიდან გაიხსნა.

სასწავლებლის დაარსების თარიღი : 1997 წლის 13 ოქტომბერი

სასწავლებელი დაარსებულია ფონდი « ფრანგული ლიცეუმისა » და ოფიციალურად აღიარებული იუსტიციის სამინისტროს მიერ 1998 წლის 23 ოქტომბერის N 27/3 გადაწყვეტილებს თანახმად. ფონდი « ფრანგული ლიცეუმი » აღიარებული იქნა იუსტიციის სამინისტროს მიერ 1998 წლის 23 ოქტომბერის N 27/3 გადაწყვეტილებით.

როგორც სკოლა, მარი ბროსეს სკოლა ოფიციალურად დაარსდა საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით 1998 წლის თებერვალში, რომლის მიხედვითაც მას საავტორო სკოლის სტატუსი მიენიჭა.

2002 წელს სკოლას მოენიჭა საფრანგეთის განათლებისა და საგარეო საქეთა სამინიტროს საძღვერგარეთ ფრანგლად სწავლების სააგენტოს აკრედიტაცია საბავშვო ბაღისა და სკოლის კლასებისათვის. იმავე წელს სკოლამ გამოუშვა კოლეჯის პირველი გამოშვება – 11 მოსწავლე, რომლებმაც პირველად საქართველოს ისტორიაში მიიღეს საფრანგეთის სახელმწიფო დიპლომი « Brevet National des Collèges »

2004 წელს სკოლამ გამოუშვა პირველი ბაკალავრი, თამთა კუხალეიშვილი, ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით მისმა ორმა კურსდამთავრებულმა კი ქართულ სიმწიფის ატესტატთან ერთად მიიღო ფრანგული საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი “Attestation de Fin d’Etudes ».
საქართველოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ მიღების შემდეგ საჭირო გახდა ახალი საგანმანათლელო ლიცენზიის მიღება. ამისათვის დაარსდა შ.პ.ს. “მარი ბროსეს სკოლა“, რომელმაც მიიღო აღნიშნული ლიცენზია.

ვინ არის მარი -ფელისიტე ბროსე

მარი ფელისიტე ბროსეს ბიოგრაფის, გასტონ ბუაჩიძის თანახმად „ საქართველოში ყველაზე მეტად პატივცემული ფრანგი მეცნიერი ნაკლებად ცნობილია საფრანგეთში » (მარი ბროსეს ცხოვრება, ნანტი 1996). მისი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ თბილისში.
მარი ფელისიტე ბროსე, რომლის სახელობისაც არის ჩვენი სკოლა, დაიბადა პარიზში და დაიკრძალა შატელროში (1802-1880)
მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და მისი ისტორიული წარსულის კვლევას.
მან გაამდიდრა ქართველოლოგიის, ქართული ენის მეცნიერების საკითხები, რომელიც ქართული ქრონიკების სახელით არის ცნობილი, ამასთანავე თავის ნაშრომში, რომელიც დღემდე ქართული კულტურის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს, გააშუქა საქართველოს ისტორიის საფუძვლები.
რუსული კოლონიზაციის მძიმე პერიოდში, მაშინ როცა ქართული ენა იკრძალებოდა სკოლებში, მან ახალი ძალა მიანიჭა ქართულ ენასა და კულტურას რითაც სავარაუდოდ მათ გადარჩენას შეუწყო ხელი.

2012 წლის ივნიდსიდან შ.პ.ს. “მარი ბროსეს სკოლა“ ერთ-ერთი დამფუძნებლის სტატუსით შევიდა შ.პ.ს. “რობერ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელში“, შეისყიდა ყოფილი 57-ე საშუალო სკოლის შენობის ნაწილი და დაფუძნდა ახალ მისამართზე თბილისში ფალიაშვილის 42-ში.
რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებელში არსებობს დამოუკიდებელი სასკოლო პროგრამა “მარი ბროსეს სკოლა“, ქართული და ფრანგული სექტორებით (სკოლებით)