პარტნიორები

CNED

(დისტანციური სწავლების ეროვნული ცენტრი)

 1997 წელს თანამშრომლობა დაიწყო ტულუზის ინსტიტუტთან. 2003 წელს ეს თანამშრომლობა შეწყდა, ვინაიდან სკოლამ მიიღო ომოლოგაცია და მას მიენიჭა პირდაპირი სწავლების უფლება.

1999 წელს რუანის ინსტიტუტი შეუერთდა თანამშრომლობას, სადაც მოხდა კოლეჯის ყველა მოსწავლის ჩაწერა.

რაც შეეხება ლიცეუმის მოსწავლეებს, ისინი ჩაწერილნი იქნენ რენის ინსტიტუტში 2001 წლიდან.

ზაარბრუკენის მერია

ზაარბრუკენის მერიამ სკოლას გაუწია დახმარება ლიცეუმის დაფუძნაბასთან დაკავშირებული ტერმინების შესაქმნელად. მოდელად აღებულ იქნა ზაარბრუკენის ორენოვანი, ფრანგულ-გერმანული ლიცეუმი.

ქალაქის პროფესიული  განვითარების სამსახურმა წამოაყენა მომავალი თანამშრომლობის ინიციატივა.

საფრანგეთის სენატი

ჩვენი სკოლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სენატის თავმჯდომარის, ბ. პონსელეს ვიზიტი სკოლაში.

ფრანგი სენატორების ვიზიტს კი სკოლაში შედეგად მოჰყვა ბაკალავრიატის გამოცდების მომზადების პროექტის განხორცილება.

პირენე-ატლანტიკის  დეპარტამენტის გენერალური სათათბიროს თავმჯდომარის ინიციატივით მარი-ბროსეს სკოლაში მოვლინებულ იქნა ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებელი, ტარბის მარი კიურიეს ლიცეუმიდან.

სწორედ ზემოხსენებული ვიზიტების შედეგად  სკოლამ შეძლო დაემყარებინა მნიშვნელოვანი ურთიერთობები საფრანგეთის სხვადასხვა დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

მარი-ბროსეს სკოლა კონკურსის „ახალგაზრდა მოქალაქე რეპორტიორების“ ლაურეატი

2004 წელს ჩვენი სკოლის XI კლასის (2nde) ოთხმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის სენატის მიერ ორგანიზებულ კონკურსში : „ახალგაზრდა მოქალაქე რეპორტიორები“.

მოსწავლეებს საკონკურსოდ  უნდა წარმოედგინათ 3 წუთიანი ვიდეო რეპორტაჟი თემაზე: „ეს საუკეთესოა, რასაც ისინი აკეთებენ“(?).

მოსწავლეთა მიერ მომზადებულმა, ამაღელვებელმა რეპორტაჟმა სახელწოდებით „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ დაიმსახურა ჟიურის სპეციალური პრიზი.

ლიცეუმებისა და ჩვენი სკოლის დირექტორს საფრანგეთის სენატში მიღება გაუმართა სენატორმა გერიმ (Guéry).

რობერ შუმანის სახელობის ფონდი

რობერ შუმანის სახელობის ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული სკოლის კიბის უჯრედის განახლებითი სამუშაოები.

ფონდი მუშაობს წიგნზე „ევროპის მოლოდინი“, ბადრეს ავტორობით, რომლის ქართული თარგმანი გამოვა ჩვენი სკოლის ლიცეუმის მოსწავლეების ავტორობით. ეს წიგნი გამოიცემა თბილისში (?).

საფრანგეთის ქალაქ ნანტის მერია

ურთიერთობა ქალაქ ნანტთან დაიწყო 1999 წელს, თანამშრომლობის პროექტით AGIR-თან და ნანტის მასწავლებელთა დახელოვნები  უნივერსიტეთან (IUFM) ერთად. სწორედ ნანტის მერია იყო ამ წამოწყების ინიციატორი და ფინანსური მხარდამჭერი.

ნანტის მერიის უშუალო მხარდაჭერით მარი-ბროსეს სახელობის კოლეჯის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ერთთვიან სტაჟირებას გადიან ქალაქ ნანტის კოლეჯებში, რათა უკეთ მოემზადონ სასწავლო წლის ბოლოს ჩასაბარებელი დამამთავრებელი გამოცდებისთვის.

ბაკალავრიატის გამოცდებისთვის მოსამზადებლად კი ლიცეუმის მოსწავლეები სამი თვით მიემგზავრებიან  ნანტში,  ადგილობრივ ლიცეუმებში სტაჟირებაზე (სტაჟის გასავლელად, ან სასწავლებლად) (?).

ნანტის აკადემიასთან ერთად ნანტის მერი ორგანიზებას უწევს მოსწავლეების ჩაწერას ბაკალავრიატის გამოცდებზე.

როგორც თბილისთან დაძმობილებული ქალაქი, ნანტი ახორციელებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.

ბრიტანეთის საბჭო

ბრიტანეთის საბჭო კონსულტაციას უწევს მარი ბროსეს სკოლას ინგლისური ენის სწავლების საკითხში.

ბრიტენეთის საბჭოს თანადგომით მარი ბროსეს სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები  გაწევრიანდნენ  საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციაში.

ნანტის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი (IUFM)

  • თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა 2002 წელს.
  • მარი ბროსეს სკოლის 6 მოსწავლემ ორთვიანი სტაჟირება გაიარა ნანტის სკოლა “ვილა მარიაში“. ეს პროექტი  3 წლის მანძილზე ხორციელდებოდა.
  • ნანტის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის (IUFM) სტაჟიორები კი 2004 წლიდან მოყოლებული ახორციელებენ სასწავლო სტაჟს მარი ბროსეს სკოლაში ხუთი კვირის განმავლობაში.
  • 2004 წელს IUFM-ის ფორმატორი (ტრენერი) იმყოფებოდა სამუშაო მისიით მარი ბროსეს სკოლაში. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად . ამავე მისიითრეგულარულად ხდება ფორმატორების ჩამოსვლა და მუშაობა მარი-ბროსეს სკოლაში.

სტრასბურგის აკადემია

  • სტრასბურგის აკადემიამ დააფუძნა და ხელმძღვანელობს კოლეჯის დამამთავრებელ გამოცდებს თბილისში, 2000 წლიდან. იგი ხელს უწყობს ქართველ მოსწავლეებს ჩააბარონ ფრანგული სისტემის გამოცდები.
  • 40-ზე მეტი მოსწავლე (?) გავიდა ამ გამოცდაზე და საკმაოდ წარამტებული შედეგი აჩვენა.

კულტურული მეგობრობის ასოციაცია “ბეგლი -საფრანგეთი, თბილისი-საქართველო:

  • ასოციაცია მასპინძლობას უწევს სტაჟირებაზე მყოფ ლიცეუმის და კოლეჯის მოსწავლეებს. ჰუმანიტარული მიზნებით თანამშრომლობს საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა სახლებთან.

ქალაქ თბილისის მერია:

  • 2003 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, ქალაქ თბილისის მერია წარმოადგენს ჩვენს პარტნიორს.

სკოლა მონაწილეობს თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ნანტი- თბილისის მეგობრობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

საფრანგეთი საელჩო საქართველოში და ალ. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრი

საფრანგეთის საელჩომ ნაწილობრივი დაფინანსება გამოუყო კოლეჯის  მოსწავლეების პირველი თაობის გასამგზავრებლად ქალაქ ნანტის სასკოლო დაწესებულებებში. ასევე მნიშვნეოვანი წვლილი შეიტანა მარი ბროსეს სკოლაში ჩამოსულ მასწავლებელთა დაფინანსებაში.

სკოლისი პერსონალი აქტიურად იყენებს მედიათეკსი ფონდებში არსებულ  მასალებს. დიუმას ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით სკოლა ახორციელებს კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

დიუმას ცენტრი თავის ტერიტორიაზე მართავს Brevets-ს, კოლეჯის დამამთავრებელ  გამოცდებს.